კომპანია ჩამოყალიბდა 1985 წელს, კოოპერატივი "პოლიმერი"-ს სახელწოდებით.
ძირითად საქმიანობას შეადგენდა მცირე დიამეტრის პოლიეთილენის მილებისა და ფირის წარმოება.
1995 წლიდან კომპანია ფუნქციონირებს როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პოლიმერი“.
2009 წელს შ.პ.ს „პოლიმერი“-ს ბაზაზე ჩამოყალიბდა შ.პ.ს „პოლიმერი 1“.მოხდა წარმოების მთლიანად გადაიარაღება 4 ერთეული სხვადასხვა დიამეტრის მილების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი უცხოური დანადგარი, რომლითაც ვაწარმოებთ სასმელი წყლისა და გაზის მაგისტრალური ქსელებისათვის მაღალ წნევებზე მომუშავე 24 დასახელების (d-20 მმ დან - d-630 მმ ჩათვლით) პოლიეთილენის მილებს.
2017 წლიდან ორგანიზაციამ გააფართოვა წარმოება და დაიწყო "გოფრირებული" მილების წარმოება საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემებისათვის.(DN/ID-63 დან - DN/ID-800) ჩათვლით.
2016 წელს კომპანიას მიენიჭა „ნაციონალური და საერთაშორისო კანონმდებლობის დონეზე ISO 9001:2015 სერტიფიკატი.
2019 წლიდან კომპანიაში ფუნქციონირებს აკრედიტირებული საქარხნო ლაბორატორია რომელსაც მინიჭებული აქვს ISO 17025:2010 სერთიფიკატი.
1985 წლიდან კომპანიას ხელმძღვანელობს ამირან ადეიშვილი.